მსოფლიოკრიმინალი

ჟერარ დეპარდიეს საფრანგეთის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საფრანგეთის პროკურატურამ ცნობილ მსახიობს, 72 წლის ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2018 წელს მოხდა, საქმის გამოძიება კი 2019 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. საქმის გამოძიება 2020 წელს მსახიობი ქალის განცხადების საფუძველზე განახლდა.

მანამდე გამოცემა Le Parisien-ი წერდა, რომ ჟერარ დეპარდიე, მსახიობ ქალს კარიერის აწყობაში დახმარებას დაპირდა და პარიზში, საკუთარ სახლში რეპეტიციაზე დაიბარა. გამოცემის ცნობით, მან დამწყებ მსახიობზე 2018 წლის 13 აგვისტოს იძალადა.

დაზარალებული მსახიობი ქალის ადვოკატმა AFP-ს განუცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე არ დაუკავებიათ, თუმცა სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ცნობილი მსახიობი ქალზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

imedinews.ge

ამავე თემაზე: პარიზის პროკურატურამ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების საქმის გამოძიება განაახლა

მსგავს თემაზე: ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close