fbpx
პოლიტიკასაქართველო

ცნობილია, როდიდან რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოში შემდეგი შეზღუდვები იხსნება:

25 თებერვლიდან (ხვალიდან)

• ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

• გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

პირველი მარტიდან (მომავალი ორშაბათიდან)

• ფუნქციონირებას აღადგენენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

• გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

• ბათუმში რესტორნები განაახლებენ შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას;

• განახლდება კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

8 მარტიდან 

• გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ შიდა სივრცეში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა. ამასთან, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რასაც შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ;

• არასასურსათო საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ.

15 მარტიდან

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები შეძლებენ რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აღადგენენ სასწავლო პროცესს აუდიტორიებში;

• მუშაობას განაახლებენ სასკოლო წრეები.

პირველი აპრილიდან

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ მუშაობას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

ამასთან, ძალაში რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე. პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია, როდის იგეგმება ამ შეზღუდვის შეცვლა ან მოხსნა. ამ წესის დარღვევაზე დაწესებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ, მისი განმარტებით, „იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close