fbpx
მიგრაცია

კიდევ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.

ლევან სიმონიშვილის თქმით, ამ სიას მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება.

„გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებებს იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ, ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

გერმანიის და ისრაელის მერე, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს სულ მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ, როგორც კი გახდება ცნობილი“, – წერს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სიმონიშვილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close