fbpx
პოლიტიკა

გადამდგარი პრემიერის ფოტომ სოციალური მედიის რეკორდი მოხსნა – გახარიას ფეისბუქგვერდი „აფეთქდა“

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, ამის მიზეზად კი ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

19 თებერვალს გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათთან ერთად გადაღებული სელფი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

Posted by გახარია on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021

სურათმა რამდენიმე წუთში გაზიარებისა და ლაიქების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა – 30 წუთ­ში 55 ათა­სი ლა­ი­ქი, 2 ათას­ზე მეტი გა­ზი­ა­რე­ბა და 6 ათა­სამ­დე კო­მენ­ტა­რი და­აგ­რო­ვა. მათი რაოდენობა ყოველ წუთს მა­ტუ­ლობდა და საათ-ნახევარში 112 000 მოწონებას გადააჭარბა.

ფეისბუქის მომხმარებლები გახარიას კომენტარებში უწერენ, რომ პოლიტიკაში კვლავ ელოდებიან. ზოგი ხუმრობს, რომ უკეთესი ფოტო გამოვიდოდა, თვალი რომ ჩაეკრა, ზოგი კი წერს, რომ სიამოვნებით დაალაიქებდა ფოტოს, პრემიერ-მინისტრს წასვლის წინ ე.წ კომენდანტის საათი რომ მოეხსნა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც მის დასაქმებაზე იზრუნა და ახალი სამსახურიც შეურჩია.

ნოოოო 🧛‍♀️🧛‍♀️

Posted by Irmm Blackmore on ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2021

გიორგი გახარია ალბათ გადამდგარ პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. მის მიმართ სიმპათიებს პოლიტიკური ოპონენტებიც კი ღიად აფიქსირებდნენ.

პო­ლი­ტო­ლოგი მა­მუ­კა არე­ში­ძე ვარაუდობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის, ე. წ. მე­სა­მე ძა­ლის ლი­დე­რი გახ­დეს.

ჟურნალისტი რუსა მუმლაძე კი უფრო თამამ განცხადებას აკეთებს: „აი, ეს რომ პარტიას შექმნის, მერე დასრულდება ბევრი. 7%-ით საარჩევნო ბარიერი უკვე გადალახული აქვს“, – წერს რუსა მუმლაძე.

გარდაიქმნება თუ არა გახარიას ფეისბუქ-პოპულარობა პოლიტიკურ აქტივად, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. მანამდე კი  რეკორდსმენი-სელფი სულ უფრო და უფრო მეტ ხმას აგროვებს – 21 თებერვლის ღამის 01:00 საათისთვის სელფმა 198 000 მოწონება, 35 ათასი კომენტარი და 8 ათასი გაზიარება დააგროვა და ეს მონაცემები მზარდია.

ცნო­ბის­თვის, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მეტი მო­წო­ნე­ბის მქო­ნე სელ­ფი 2014 წელს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემიონიაზე წამყვანმა ელენ დე­ჯე­ნე­რეს­მა გა­და­ი­ღო და მას ორ მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა აქვს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close