ევროპის კავშირმა გათვალისწინებულზე 10 მილიონით ანუ 30%-ით ნაკლები დოზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო, იტყობინება Reuters-ი.
ერთი კვირის წინ მიმწოდებელმა ევროკავშირს გადასცა COVID-19-ის საწინააღმდეგო 23 მილიონი დოზა ამერიკულ-გერმანული ვაქცინა. მწარმოებელმა უარი თქვა შეფერხების თაობაზე ინფორმაციის კომენტირებაზე და მიწოდების გრაფიკის კონფიდენციალურობა მოიშველია.
მწარმოებელმა ივალდებულა ევროკავშირისთვის იანვრის დამდეგიდან კვირაში 3,5 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება. გასულ თვეში მოხდა დროებითი შეფერხება, რომელიც, როგორც იტყობინებოდნენ, დაკავშირებული იყო წარმოების რეორგანიზაციასთან მისი დაჩქარების მიზნით.
მიუხედავად ამისა, ვაქცინების ის დოზები, რომლებიც არ არის მიწოდებული, განეკუთვნება დეკემბრის პარტიას. ევროკავშირმა შეთანხმებული 12,5 მილიონი დოზიდან, რაც დეკემბერში უნდა მიეღო, მხოლოდ 2 მილიონი მიიღო. ანონიმმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ კომპანიამ პირობა დადო, მარტის ბოლომდე აანაზღაუროს დანაკლისი.
ამჟამად ევროკავშირს Pfizer-თან გაფორმებული აქვს ორი კონტრაქტი 600 მილიონ დოზა ვაქცინაზე.
radiotavisupleba.ge