საზოგადოება
კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
კახი კავსაძე რამდენიმე დღეა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც Imedinews-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძის მდგომარეობა შემოყვანის მომენტში მძიმე იყო.
„კლინიკაში 3-4 დღის წინ შემოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამჟამად შედარებით უკეთესადაა, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ტურძელაძემ.
მისივე თქმით, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს.
კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოს მკურნალობდა.
კომენტარები