კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 თებერვალი
15 თებერვლიდან 21 თებერვლამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კვირა ძალიან კარგია ინფორმაციასთან მუშაობისთვის, საქმიანი შეთანხმებების დასადებად, მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, მოლაპარაკებები. საუკეთესო პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის, რომანტიკული პაემნებისთვის, სიყვარულში გამოტყდომისთვის. შაბათ-კვირას დიდი ყურადღება გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს, განსაკუთრებით კი – ღამე, სიბნელეში.
პლანეტების განლაგების წყალობით, შანსი გექნებათ სამსახურში თქვენი რეიტინგი გაიზარდოს, რეპუტაცია გაგიუმჯობესდეთ. მაგრამ მუდმივად იგრძნობთ არაკეთილმოსურნეების გავლენას, რომლებიც საიდუმლოდ მოქმედებენ და ცდილობენ შეარყიონ თქვენი ავტორიტეტი, ამიტომ კვირის დასაწყისში თავი შეიკავეთ არასერიოზული მოქმედებებისა და ნაჩქარევი დასკვნებისგან. ეს დრო მოითხოვს დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს: ისინი ხელს შეუწყობენ მიზნის მიღწევას. ყველაფრის დაუყოვნებლივ განხილვა არ არის საჭირო, ყველა იდეა სასწრაფოდ არ უნდა განხორციელდეს. კვირის ბოლოს რამდენიმე საინტერესო წინადადებას მიიღებთ.
სასიკეთო დღეები: 18, 19.
არასასიკეთო დღე: 16.
კურო
ეს კვირა უამრავი მოულოდნელი მოვლენით იქნება დატვირთული. ხშირად მათ გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შეეცადეთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, გააკეთეთ თამამი ექსპერიმენტები და მოძებნეთ საკუთარი გზა მიზნისკენ. შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებთან, დაუკავშირდეთ სამთავრობო უწყებებს, გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები. თქვენი მეორე ნახევრისგან სრულ მხარდაჭერას და გაგებას ელით. თუ ასე არ მოხდა, მოსალოდნელია კონფლიქტი. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 18.
ტყუპი
ამ კვირაში შეგიძლიათ დიდ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ არა უშრომელად – ადვილი გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეთ. შეიძლება მიიღოთ კარგი შემოთავაზება, რომელიც სამსახურთან იქნება დაკავშირებული. გექნებათ შანსი დაკავდეთ სწორედ იმ პროექტით, რომელიც დიდი ხანია საინტერესოდ და პერსპექტიულად მიგაჩნიათ.
ოჯახში აღიარებული ლიდერი ხართ. ყველა საკითხის გადაწყვეტისას ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნით, თუმცა, შესაბამისად, შედეგებზე პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ – თუ კარგად არ წარიმართა საქმეები, ახლობლები თავს არ შეიკავებენ მკაცრი კრიტიკისგან, ამიტომ ჯობია, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მცირე ოჯახური თათბირები გამართოთ და ყველას აზრი დააფიქსიროთ.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 21.
დიდი შესაძლებლობების კვირაა. არსებობს შანსი წინსვლისა არჩეული მიმართულებით, დიდი ხნის წინ დასახული მიზნის მისაღწევად. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, ეს თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.
კარგი დროა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად – ზუსტ, შეუცდომელ დიაგნოზს დაგისვამენ, თანაც სწრაფად. უკეთესია კლასიკურ მედიცინას დაეყრდნოთ, რათა თავიდან აიცილოთ საეჭვო დასკვნები და სხვადასხვა მკურნალთან გაუთავებელი სიარული. შაბათ-კვირა მშვიდად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 16.
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უამრავ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. თქვენი ძალები და თავდაჯერებულობა ყოველდღე იზრდება. რომანტიკა ურთიერთობაში, შესანიშნავი სამუშაო პერსპექტივები – ეს ყველაფერი გაგახარებთ და ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ.
პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. აღადგინეთ ძველი კავშირები, შეურიგდით მათ, ვისთანაც იჩხუბეთ, დარჩით ოპტიმისტი და თავდაჯერებული. ოჯახის დღესასწაული უმჯობესია ქალაქგარეთ, ბუნებაში აღნიშნოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 21.
არასასიკეთო დღე: 15.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. გამოიყენეთ თითოეული მათგანი. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, სცადოთ რაიმე ახალი. გამორიცხული არ არის წარმატებული დამთხვევები, რაც საინტერესო აზრებისკენ გიბიძგებთ. წვრილმანებზე ნუ იდარდებთ, პროვოკაციებს ნუ წამოეგებით.
იზრუნეთ საკუთარ თავზე, თქვენს გარეგნობაზე. მთვარის ფაზების შესაბამისად შეიმუშავეთ ვარჯიში და სპა-გეგმა – შედეგი გაგახარებთ. ცურვა განსაკუთრებით კარგი შედეგის მომტანია.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
ახლა ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება. ეს კვირა სასიკეთოა ყველაზე რთული პროექტების განსახორციელებლად სამსახურში. მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ, თუ მნიშვნელოვან საქმეებს კოლეგებს ანდობთ, შესაძლოა დაგაღალატონ. ცივი გონებით და თავშეკავებულად იმოქმედეთ, სწორედ ეს თვისებები მოგცემთ საშუალებას საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.
კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და გარიგების დასადებად. ამ კვირის პარასკევი საუკეთესო დღე ნამდვილად არ არის ფინანსური საკითხებისთვის. არ გაასესხოთ ფული, მათ შორის, არც მეგობრებს მისცეთ – დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს ფული ურთიერთობას გაგიფუჭებთ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
მორიელი
კვირა სავსეა ინსპირაციული მოვლენებით და სასიამოვნო შეხვედრებით. კარგი დროა მათთან ურთიერთობისთვის, ვინც სულით ახლოს არის თქვენთან. შესაფერისი პერიოდია, რომ იაქტიუროთ ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენს ხელშია მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ.
სამშაბათს შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეგექმნათ და ანაზღაურებაც დაგიგვიანონ, მაგრამ ამის გამო კონფლიქტი არ ღირს, რადგან სიტუაცია მალე გამოსწორდება.
კარგი დროა მთელი ოჯახის დასასვენებლად, თუმცა საჭირო არ არის სახლიდან შორს წახვიდეთ, შეგიძლიათ მეგობრებს ესტუმროთ ან აგარაკი იქირაოთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 16.
მშვილდოსანი
კვირის დასწყისში გაგიჭირდებათ, რომ თავი შეიკავოთ და არ გაბრაზდეთ. ამავე დროს, მოგიწევთ ძვირფასი დროის დახარჯვა სხვისი შეცდომების გამოსასწორებლად, ყურადღების მასზე გადატანა. აკონტროლეთ ემოციები. შესაძლებლობა მოგეცემათ, მოაგვაროთ რამდენიმე ორაზროვანი სიტუაცია.
ამავე დროს, ეს კვირა ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული პერიოდია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის. მთვარის ფაზები სასიყვარულო და თბილი ურთიერთობისთვის განგაწყობთ. არ გამოტოვოთ ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი!
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 15.
აქტიურად ჩაერთეთ და გადაწყვიტეთ მნიშვნელოვანი საკითხები – არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ, თუ მოინდომებთ. თქვენი ინოვაციები ნამდვილ სენსაციას მოახდენს სამსახურში. შეგიძლიათ საგრძნობლად შეცვალოთ თქვენი ჩაცმულობა, კოლეგები ეცდებიან მოგბაძონ, ან შეხვედრებზე თქვენი აქტიურობით უფროსობის ყურადღება მიიპყროთ. მთავარია არ გადააჭარბოთ ორიგინალობის სურვილით და სასაცილო არ გახდეთ!
გამორიცხული არ არის ახალი საქმიანობის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან გვერდს გახნის თქვენს კარიერაში. შაბათ-კვირა ოჯახში ან თქვენთვის საინტერესო გარემოში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 21.
ეს კვირა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალზე ხელსაყრელია, რადგან დიდი შანსია, რომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტონ. გარემოებების კომბინაცია საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იყო. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ირგვლივმყოფების რჩევები ყოველთვის ისეთი კარგი არ არის, როგორც მათ ჰგონიათ. მოუსმინეთ, გაიაზრეთ და თქვენი შეხედულებისამებრ გადაწყვიტეთ.
ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება გამწვავდეს, მაგრამ ყველაფერი არც ისე სერიოზულია – ნებისმიერი კონფლიქტის ან ჩხუბის ოსტატურად განმუხტვას შეძლებთ: მოახერხებთ, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ და, ამავე დროს, მეორე მხარის რეპუტაცია საერთოდ არ დაზარალდეს.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 21.
შესაძლოა იპოვოთ პასუხები ზოგიერთ მთავარ კითხვაზე. თქვენთვის ახლა ბევრად უფრო ადვილი იქნება წინსვლა სამსახურში. არ აჰყვეთ ემოციებს. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შეგიძლიათ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.
პირად ცხოვრებაში ამ პერიოდში მწვანე შუქი აგენთებათ. პლანეტების განლაგება ლამაზ და დასამახსოვრებელ რომანს გპირდებათ, ძალიან კარგად მოგექცევიან, გაგანებივრებენ, ხელის გულზე გატარებენ და საჩუქრებით აგავსებენ. დატკბით სიყვარულით!
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 20.
თამთა გურული
კომენტარები