იტალიაკრიმინალისაქართველო

იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შსს-ს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. შსს-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახელმწიფო პოლიცია ავრცელებს.

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მუშაობისა და საქართველოს მეკავშირე ოფიცრის ჩართულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია იტალიის სახელმწიფო პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიაში ცოტა ხნის წინ  დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ამავე თემაზე: ქართული „კოზა ნოსტრა“ და სპეცოპერაცია იტალიაში, სახელწოდებით „კანონიერი ქურდი“ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close