პოლიტიკასაბერძნეთი

ათენი სამი კვირა მკაცრი შეზღუდვების პირობებში იცხოვრებს – პრემიერ-მინისტრის განცხადება (ვიდეო)

დღეს საღამოს გავრცელდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიკოს მიცოტაკისის სატელევიზიო მიმართვა.

ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 11 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ქალაქ ათენსა და მთელ ატიკის ოლქში მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი ამოქმედდება. დაიკეტება საცალო ვაჭრობის მაღაზიები და ყველა სახის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

ხვალ, 10 თებერვალს სპეციალისტები დეტალურად განმარტავენ შეზღუდვების შინაარსს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები დაავადების გავრცელებას აფერხებს და საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სისტემას, გამართულად იმუშაოს.

მიცოტაკისის განცხადებით, გაგრძელდება უმუშევართა ფინანსური მხარდაჭერა. დასაქმებულები, რომელთაც დროებით მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა, კომპენსაციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, სახელმწიფოსგან მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში დაიწყება მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, რაც მოქალაქეებს ჩვეული ცხოვრების რეჟიმთან დაბრუნების საშუალებას მისცემს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალ ცნობილი გახდება დეტალური ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ, რომელსაც, ცხადია, გაგაცნობთ.

ნინო ბაჯელიძე

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გამოსვლა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close