fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარეს ცხრა დემოკრატი კონგრესმენი წარმოადგენს.

80-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც, დემოკრატების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ ჩადენილი დანაშაულია აღწერილი, სენატს 2 თებერვალს გადაეგზავნა, 8 თებერვალს კი დონალდ ტრამპის იურისტებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელმაც უკვე დატოვა თანამდებობა, არაკონსტიტუციურია.

პროცესზე მხარეების პოზიციის წარდგენის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა სენატს უფლება, განიხილოს იმ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება, რომელმაც უკვე დატოვა თანამდებობა.

სენატში 100 კანონმდებელია, გადაწყვეტილების მისაღებად კი 51 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარს დაუჭერს, მომდევნო ნაბიჯი იქნება ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის აკრძალვა, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.

დონალდ ტრამპი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს

1tv.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close