fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთში სოციალურ ქსელებში გინება აკრძალეს

რუსეთში სოციალურ ქსელებში გინება აიკრძალა. აკრძალვა ამოქმედდა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მონიტორინგის კანონის ფარგლებში, რომელიც ძალაში პირველ თებერვალს შევიდა.

კავშირგაბმულობაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მასობრივი კომუნიკაცის საშუალებებზე ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განმარტებით, ინფორმაციის მონიტორინგის კანონის ფარგლებში იკრძალება სუიციდს პროპაგანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ექსტრემიზმის, ტერორიზმის, არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის მოწოდებების შემცველი პოსტები. უცენზურო ლექსიკის შემცველი პოსტების აკრძალვა მხოლოდ ნაწილია ახალი კანონისა.

გინების შემცველი პოსტების წაშლა და კონტენტის უშუალო მონიტორინგი სოციალური ქსელების ადმინისტრაციას ევალება. ახალი კანონის დარღვევის შემთხვევებში სოციალური მედიის ადმინისტრაციას 800 000-იდან 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა შეიძლება დაეკისროს. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა ერთობლივი წლიური შემოსავლის ერთ მეათედამდე გაიზრდება. ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის თანახმად, სოციალური მედიის ადმინისტრაციას უფლება აქვს, მიმართოს უწყებას იმის განსახილველად, არღვევს თუ არა კონტენტის შინაარსი კანონს.

კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწარმოების ასოციაციის დირექტორის, ნიკოლაი კომლევის განმარტებით, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია ისედაც მონიტორინგის ქვეშ არის.

„კონტენის გაფილტვრა რთული ამოცანა არ არის. ლექსიკის ანალიზატორები გამოიყენება კომპილატორებში, პროგრამირების ენის საწყისი კოდის ინტერპრეტირებისას, სიტყვების მართლწერის შემოწმებისას. ამ ინსტურმენტების გამოყენება სოცქსელებში გინების ნებისმიერ ენაზე მოსაძებნად რთული არ იქნება“, – ამბობს ნიკოლაი კომლევი.

კომლევი აღნიშნავს, რომ სისტემა შეძლებს, გინება ამოიცნოს მაშინაც, როცა ის ლათინური შრიფტით იქნება დაწერილი ან მის შესანიღბად სიმბოლოები იქნება გამოყენებული.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close