დააწესეთ საზღვრები! ნებისმიერ ურთიერთობაში მისი არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რის უფლებას მისცემთ სხვებს ანუ რა საზღვრებს დაუწესებთ.
ჩვენ გარშემო არიან ადამიანები და შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში თავადვეც ვიქცეთ ხოლმე სხვისი საზღვრების მტაცებლებად. ადამიანებად, რომლებიც თავიანთ ძალასა და ავტორიტეტს, ასევე, სხვების პასიურობას იყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც არ ეკუთვნით, მაგრამ სურთ.
ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რის უფლებას მისცემთ სხვებს ანუ რა საზღვრებს დაუწესებთ.
საზღვრების დაწესება მარტივი არაა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მისი დაცვა ყველგან და ყველასთან გჭირდებათ, თუმცა ამაზე ვარჯიში შეიძლება და შევეცდებით, მარტივად დაგანახოთ გამოსავალი, რომ არც საკუთარ პრინციპებს უღალატოთ და სხვებსაც არ აწყენინოთ:
წინასწარ შეთანხმება
მკაფიო საზღვრის გავლება და ადამიანებისთვის მისი გაზიარება საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას გაძლევთ. შედეგად უფრო იშვიათად ბრაზდებით, უკმაყოფილოც ნაკლებად ხართ და, ძირითადად, სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებთ. ასეთია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იმდენ პასუხისმგებლობას იღებს, რამდენიც შეუძლია.
- „შეხვედრა წესით 11:30-ზე მინდა, დავტოვო, თუმცა შუადღეს უფრო ზუსტად მეცოდინება ამაზე“;
- „შეგიძლია, მანქანა წაიყვანო, მაგრამ 19:30-ზე მჭირდება“;
- „დიახ, მიმუშავია ამ პროგრამაზე და შემიძლია დახმარება. მაგრამ ვისაუბროთ ჩემს მიმდინარე საქმეზეც, ორივე ერთად, ვფიქრობ, ვერ მოესწრება“.
საზღვრების შენარჩუნება
მოსალოდნელია იმავე ადამიანებისგან, ვისთანაც მკაფიოდ გაქვთ საზღვრები გავლებული, მათი დარღვევის ხელახლა მცდელობაც, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, ასე გადაჭრათ ეს დისკომფორტი:
- „მოხარული ვიქნები, ეს სამუშაო კვლავ შევასრულო. და ასევე, რას იტყვით, ორი ადამიანი რომ მომაბაროთ თქვენი გუნდიდან. მათ ყველაფერს ისე ვასწავლიდი, რომ მომავალში ამის გაკეთება ჩემი დახმარების გარეშე, თავადაც შეძლონ“.
დასვით კითხვები
შეკითხვების დასმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ასე გაარკვევთ ერთმანეთის მოლოდინებს და ამის გათვალისწინებით გაივლება საზღვრებიც:
- „მოდი ცოტა მეტი ვისაუბროთ თქვენს პროექტზე. თქვენ თქვით, რომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. გაქვთ რაიმე იდეები თქვენთვის სასურველ შედეგებზე?“
- „რას მეტყვით იმ ადამიანების შესახებ, ვისთვისაც ამ ნაშრომს ვამზადებთ? გამოცდილი ინტერვიუერები არიან? რა აზრის ხართ მათზე, რამდენად შეუძლიათ სწორი ადამიანების შერჩევა პოზიციებისთვის?“
შეეცადეთ, არ გამოიყენოთ სიტყვა „არა“
ადრე თუ გვიან, თქვენ „არას“ თქმა მოგიწევთ. ამის, რა თქმა უნდა, არ უნდა შეგეშინდეთ, თუმცა უფრო მოსახერხებელი გზაა, პირდაპირ არ თქვათ უარი. ეს უნარი სასარგებლოა როგორც საზღვრების დასადგენად, ამავდროულად, ურთიერთობის შესანარჩუნებლადაც“.
- „მე და ჩემი გუნდი სიამოვნებით ვიმუშავებთ თქვენთან პროექტზე, მაგრამ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება“;
- „ბოდიში, მაგრამ უბრალოდ, ვერ შევძლებ მომავალ პარასკევს ვადების დადგენას. მოდით იმაზე ვისაუბროთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ახლა“.
როდესაც ირიბად იტყვით უარს, ალტერნატივების შეთავაზებით, ნაკლები ნეგატიური კავშირი ჩნდება და ურთიერთობაც არ იძაბება.
ნუ ჩამოთვლით აურაცხელ მიზეზებს იმისთვის, რომ უარი გაამართლოთ
არაა საჭირო, უარს მოჰყვეს ზედმეტი ახსნა-განმარტება. ძალიან ბევრი ინფორმაცია, პირიქით, კომუნიკაციას უფრო დამაბნეველს ხდის. აი, დააკვირდით:
ნუ იტყვით ასე:
- „მომავალ შაბათს ვერ ვიმუშავებ, რადგან შვილიშვილის პირველ დაბადების დღეს მინდა, დავესწრო“.
ამას სჯობს ასე, არა?
- „ბოდიში. მე ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახური ვალდებულება მაქვს, რომელსაც უბრალოდ, ვერ გადავდებ“.
ასევე:
- ნუ იტყვით, რომ წვეულებაზე ვერ მოხვალთ, რადგან ძიძა არ გყავთ, რადგან შემდეგ მასპინძელს შეუძლია, თქვენს შვილთან ერთად მისვლა შემოგთავაზოთ;
ამის ნაცვლად, შეგიძლიათ:
- „ვისურვებდი, მაგრამ უბრალოდ, არ შეგვიძლია“. და ეს პასუხი აბსოლუტურად საკმარისია.
გამოუვალი სიტუაციის შემდეგ შეთანხმების აღდგენა
საგანგებო სიტუაციები ხდება. ხომ ყველაფერს გადადებთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი საავადმყოფოში წაიყვანოთ, თუ მას ეს უეცრად დასჭირდა? ნუ იმუშავებთ ამ დროს ზედმეტს. შეუძლებელია, ამ დროს, ან თუ შესაძლებელია, მთელ თქვენს ენერგიას წაიღებს ამ დროს დამატებითი პასუხისმგებლობების შესრულება.
ამიტომ, უფრო გონივრულად ასეთ სიტუაციაში თქვენი წინადადება ასე გაიჟღერებს:
- „დღეს, შუადღეს, პრეზენტაციას ვერ გავაკეთებ. ჩემს ქალიშვილთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ. როდესაც უკეთ გახდება, გადავანაწილებ ჩემს საქმეებს“;
- „არაა პრობლემა. მე მივხედავ ამ საქმეს, სანამ ჩიკაგოში იმ მნიშვნელოვან კონფერენციაზე იქნებით. მაგრამ როდესაც დაბრუნდებით, დავუბრუნდეთ ჩვენს რეგულარულ გეგმას“;
- „დიახ, სანამ ბებიასთან ხართ, ტელევიზორს ბევრად მეტხანს შეგიძლიათ უყუროთ. ბებიას თავის სახლში საკუთარი წესები აქვს, ჩვენ კი – ჩვენი წესები“.
რაც უფრო ძლიერად უბიძგებთ, მით მეტ წინააღმდეგობას ქმნით. დამაჯერებლად დარწმუნება და არა ძალისხმევა დაგეხმარებათ დასახოთ საზღვრები თანამშრომლობით.
იყავით დამაჯერებელი! გაავლეთ საზღვრები. ამით ადამიანებს არ დაკარგავთ და უფრო მეტიც, თავს ბევრად ბედნიერად იგრძნობთ.
marketer.ge
კომენტარები