მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქში COVID-19-ის ერთი შემთხვევის გამო სრული ლოქდაუნი გამოცხადდა

ავსტრალიის სიდიდით მე-4 ქალაქ პერტში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო 5-დღიანი ლოქდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებული საკარანტინო სივრცის დაცვის თანამშრომელია. პერტი დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქია, სადაც COVID-19-ის ლოკალური შემთხვევა 10 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქში დაიხურება სკოლები, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები. მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნება. პირბადის ტარება სავალდებულოა.

შეზღუდვა 2 მილიონ ადამიანს შეეხება. ლოქდაუნი პერტში 31 იანვარს ამოქმედდა და შემდეგ პარასკევს მოიხსნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close