მსოფლიოსაზოგადოება

მთელი პლანეტის აცრას ეყოფოდა 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ პანდემიის დროს მოგებული თანხა

Oxfam-ი მოუწოდებს მთავრობებს, განიხილონ განსაკუთრებით მდიდრების დაბეგვრის ახალი წესი

სიღარიბესთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ი აცხადებს, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება პანდემიის პერიოდში 540 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაშინ როცა მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას კრიზისის დაძლევისას სირთულეები აქვს.

Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის, Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ზაკერბერგისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მსგავსი მილიარდერების მიერ პანდემიის დროს მოგებული თანხა „საკმარისზე მეტი იქნებოდა“ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ასაცრელად და კრიზისის პერიოდში სიღარიბისგან ადამიანების დასაცავად.

25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს 1000-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კორონავირუსით გამოწვეული დანაკარგი აინაზღაურა ცხრა თვის განმავლობაში. ამ დროს მსოფლიოს უღარიბეს შრეებს ათ წელიწადზე მეტი დასჭირდებათ, რათა კვლავ აღადგინონ ვირუსით მიღებული ზარალი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშში წერია, რომ საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვის გამო გასულ წელს მთელ მსოფლიოში სამუშაო დროის 8,8 პროცენტი დაიკარგა. გაეროს სააგენტოს თანახმად, ეს 225 მილიონ სრულ სამუშაო ადგილს უდრის.

Oxfam-მა განაცხადა, რომ მოუწოდებს მთავრობებს, განიხილონ განსაკუთრებით მდიდრების დაბეგვრის ახალი წესი. მათი სიმდიდრე ამ ეტაპზე 11,95 ტრილიონ დოლარს უდრის. ეს თანხა უტოლდება მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის მთავრობების საერთო ხარჯებს, რომლებსაც ისინი გაიღებენ აღდგენისთვის. Oxfam-ის ცნობით, პანდემიის გამო სიღარიბეში 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close