მოგზაურობაპოლიტიკა

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები და მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას აჩენს.

ევროკომისია გამოდის ინიციტივით, რომლის თანახმადაც, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, პისიარ ტესტის პასუხის წარდგენა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მოუწევს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე, სულ მცირე, 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს.

ახალი წინადადების მიხედვით, ტესტის პასუხთან ერთად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.

ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა.

კერძოდ, ბოლო 14 დღეში კოვიდ-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე, სულ მცირე, 300-ს უნდა აღემატებოდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა სცდებოდეს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსის განსხვავებული ვარიანტი.

ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close