ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 იანვარი

25 იანვრიდან 27 იანვრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სახის საქმიანობისთვის, განსაკუთრებით – შემოქმედებითი აქტივობისა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისათვის. 

28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსე მთვარეა, რომელიც ლომის ნიშანშია. ამ დღეს იზრდება საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასების ტენდენცია, ამიტომ უმჯობესია სერიოზული ფინანსური ოპერაციები და საპასუხისმგებლო კონტრაქტების გაფორმება სამისოდ უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის გადადოთ. 

29-იდან 31 იანვრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ეს დღეები კარგი დროა დიეტის დასაწყებად, მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად. 

 

ვერძი

დროა მოგვარდეს პიროვნული ზრდისა და შინაგანი კეთილდღეობის საკითხი. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აქტივობა, რომ ემოციურ წონასწორობას მიაღწიოთ. ესაუბრეთ მეგობრებს, იარეთ მუზეუმებში, გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად, ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არ ჩაუღრმავდეთ არსებულ პრობლემებს, მათი მოგვარება შემდეგისთვის გადადეთ. იყავით მომთმენი: წარმატება და იღბალი თქვენკენ მოდის!

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე:  30.

 

კურო

ახალი იდეები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ იპოვოთ შემოსავლის ახალი და მომგებიანი წყარო. იფიქრეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე, თქვენს პარტნიორთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ალბათ გამოჩნდებიან დიდი ხნის უნახავი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დროს მხიარულად გაატარებთ. სამსახურში ყველა საქმეს გულმოდგინედ მიუდექით – ახლა ეს თქვენი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! მარტოხელებისთვის ვარსკვლავები დაუვიწყარ რომანტიკულ შეხვედრას წინასწარმეტყველებენ.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ტყუპი

ყოველთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ და გაუგოთ გარშემომყოფებს. ეს მოგცემთ რეალურ შანსს, დაასრულოთ თქვენი საქმე. წლის პირველი სავსე მთვარის დღეს შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ამ კვირაში წარმატების მიღწევის კარგი შანსი გაქვთ. გამოიყენეთ ინტუიცია, ფსიქოლოგიური ცოდნა და ამის საფუძველზე გადაჭერით თქვენი პრობლემები. კვირის ბოლო სამუშაო დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგეს. სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, რომელიც მოგწონთ.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კირჩხიბი

მხოლოდ კეთილი და პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო. სხვებთან ურთიერთობამ შეიძლება ძალიან შეგაწუხოთ და დაგძაბოთ. კარგი იქნება თუ ამ კვირაში ყურადღებას გაამახვილებთ საკუთარ თავზე, თქვენს ემოციურ  გამოცდილებებზე. პარტნიორის კრიტიკა და მისი ნაკლოვანებების ხაზგასმა კარგ შედეგს არ მოგიტანთ. იქნებ ყველაფერი, რისი გადაჭრაც ახლა შეუძლებელია, ისე დატოვოთ, როგორც არის, დრო გიჩვენებთ, რა იქნება უკეთესი. ემოციები მოთოკეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ლომი

ეს კვირა ძალიან ნაყოფიერი და ახალი ამბებით სავსე პერიოდია. მიმდინარე მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მათ სერიოზული ცვლილებები მოჰყვება, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ბედზე. ინფორმაციის ფლობა და თქვენი აქტიურობა პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავალზე კვირის ბოლოს. ხელსაყრელი დროა საქმიანი ვიზიტების, მოგზაურობისა და სამუშაო ადგილის შეცვლისთვისაც კი. დიდი შანსია, მიიღოთ ფულადი პრიზი ან ლატარიაში მოიგოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე:  30.

 

ქალწული

დროა, თქვენს ცხოვრებას გადახედოთ და ლოგიკური დასკვნები გააკეთოთ. დაასრულეთ ძველი პროექტები. ეს მოგებას მოგიტანთ და შესაძლოა სამსახურში დაგაწინაურონ. გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია, გამომგონებლობა და რთული პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარი.  საჭირო კავშირები საჭირო დროს გამოჩნდება. მიიღეთ კეთილგანწყობილი კოლეგებისა და ახლობლების დახმარება, ისინი ნებისმიერ სიტუაციაში მხარში დაგიდგებიან, რათა ცხოვრების ყველა სირთულე გადალახოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

სასწორი

ამ კვირაში თქვენი ორგანიზატორული უნარები გამოჩნდება. ვარსკვლავები უფრო მეტ აქტიურობას გირჩევენ, ეს თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. პასუხისმგებლობისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდეთ. თქვენი სურვილი, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოთ, მიგიყვანთ იქამდე, რომ გუნდში ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებთ და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მზრუნველობა გამოიჩინოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 31.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მორიელი

წარმატება სამსახურში და პირად ცხოვრებაშიც თავბრუს დაგახვევთ. ნუ მოტყუვდებით და უფრო კარგად გაიაზრეთ საკუთარი მიღწევები და  შესაძლებლობები, გადაჭარბებული თვითშეფასებაც არ არის სწორი. სანამ რაიმე საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამთ, კარგად დაფიქრდით. თვითკონტროლი და სიმშვიდე დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ყველა ცდუნებას. 29-იდან 31 იანვრამდე თქვენთვის მთავარი იქნება სულიერი კომფორტი.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა ძალიან კარგია სწავლისა და აქტიური საქმიანობისთვის. განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. აუცილებელია გამოიჩინოთ გონიერება და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ არის საჭირო სიჩქარე, დინჯად იმოქმედეთ და ყველა გეგმას შესანიშნავად განახორციელებთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის. დაოჯახებულ წყვილებს, რომლებსაც საერთო ხედვა აქვთ, რომანტიკული დღეები ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე:  25.

 

თხის რქა

ის, ვინც გულმოდგინედ მუშაობს, დამსახურებისამებრ დააჯილდოვდება. რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების ნუ შეგეშინდებათ, სრული მზადყოფნით შეუდექით ახალი საქმეების და პროექტების განხორციელებას. პერიოდი ხელსაყრელია  მოგზაურობისთვის, რომელიც სამსახურთან იქნება დაკავშირებული. კარიერული ამბიციები გაიზრდება, შეგიძლიათ სარგებელი ნახოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე:  30.

 

მერწყული

ამ კვირაში აქტიური და კომუნიკაბელური იქნებით. თქვენი შემოსავლის წყაროები სტაბილური იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თქვენს გარეგნობასა და ფიგურაზე. შეიძინეთ სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი ან დაიწყეთ ვარჯიში სახლში. ჩაიტარეთ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, მიმართეთ სტომატოლოგსა და  სტილისტს. ამ პეროდში ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა სიხარულსა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. გამოსასვლელი დღეები ქალაქგარეთ გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

ეს კვირა კარგი დროა პოზიტიური ცვლილებებისთვის და გავლენას მოახდენს როგორც პირად ურთიერთობებზე, ისე ბიზნესზე. მოიპოვებთ მნიშვნელოვან კავშირებს, რომლებიც სერიოზულად აისახება თქვენს სოციალურ მდგომარეობაზე. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება და შემოსავლის ზრდა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში სრული ჰარმონიაა.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close