ქართველები უცხოეთშიკრიმინალი
ესპანეთში მაროკოელი მძარცველი ქუჩაში ქართველს თავს დაესხა და საკადრისი პასუხი მიიღო (ვიდეო)
მაროკოული წარმოშობის სავარაუდო ქურდი ძარცვის მცდელობისას ქართველმა მამაკაცმა სახეში დანით რამდენჯერმე დაჭრა. ესპანური გამოცემები წერენ, რომ გამვლელებმა ქურდი დაზარალებულს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს.
შემთხვევა სანტა კოლომას (Santa Coloma de Gramenet, მუნიციპალიტეტი ბარსელონის პროვინციაში) ერთ-ერთ უბანში მოხდა, Mossèn Jacint Verdaguer-ის ქუჩაზე, ბაზრის სიახლოვეს. როდესაც მაროკოელი წარმომავლობის პირმა მორიგი გამვლელის გაძარცვა სცადა, დაზარალებულმა მამაკაცმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია.
ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს თავდასხმის ადგილს სახედასისხლიანებული თავდამსხმელი და ტროტუარზე ჯდება. დაზარალებული მას მისდევს, თუმცა გამვლელები აკავებენ.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები