მსოფლიოპოლიტიკა

როგორ აუხსნა ცოლს სიყვარული ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე 78 წლის ჯო ბაიდენმა და ვინ „მო­პა­რა“ მას შოუ (ვიდეო)

ინაუგურაციაზე მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჯო ბაიდენმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მეუღლეს, მომავალ პირველ ლედის ჯილ ბაიდენს ეძღვნება.

„მიყვარხარ, ჯილი! და ვარ ძალიან მადლობელი, რომ ჩემთან ერთად იქნები იმ მოგზაურობაში, რომლიც გველის!“ – წერს ბაიდენი.

20 იანვარს ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო ბიბლიაზე აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე და ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო უძველეს, 127 წლის ბიბლიაზე, რომელიც ბაიდენების ოჯახში საუკუნეზე მეტია ინახება. შეერთებულ შტატებს ახლა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი, 78 წლის პრეზიდენტი ჰყავს.

ვიდეო: ფიცის დადება ბიბლიაზე

AFP

მანამდე კი ფიცი დადო ქვეყნის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა, 56 წლის კამალა ჰარისმა. მისი ვიცე-პრეზიდენტობაც ისტორიული მოვლენა გახდა: კამალა ჰარისი ამ პოსტზე არის პირველი ქალი, პირველი აფროამერიკული (მამა იამაიკელია) და პირველი აზიური (კამალას დედა ინდოეთიდანაა) წარმოშობის პერსონა აშშ-ის ისტორიაში.

152 წლის განმავლობაში პირველად, ახალარჩეული ქვეყნის მეთაურის წინამორბედი პრეზიდენტი ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრო. დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი 20 იანვარს დილით დატოვა. სამაგიეროდ ესწრებოდნენ ექსპრეზიდენტები – ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაქ ობამა. ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი ყოფილ პრეზიდენტს 96 წლის ჯიმი კარტერსაც ჰქონდა, თუმცა ორგანიზატორებს აცნობა, რომ ცერემონიაზე მისვლას ვერ შეძლებდა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი ლედი გა­გამ შეასრულა. მას Schiaparelli-ს შავ-წი­თელი კაბა ეცვა.

ვიდეო: ლედი გაგა ჰიმნს ასრულებს

 

ცერემონიაზე იმღერა, აგრეთვე, ცნობილმა მსახიობმა, მომღერალმა, კომპოზიტორმა, მოცეკვავემ და დიზაინერმა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სმა. მან შეასრულა „This Land is Your Land“. ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი, Alberta Ferretti-ისგან.

ორი ვარ­სკვლა­ვის ჩაცმულობამ მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა დაიმსახურა. ზოგიერთი ინტერნეტგამოცემა წე­რს, რომ მათ ბა­ი­დენს „შოუ მო­პა­რეს“.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდა. წლევანდელი ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იყო და მას 1000-მდე სტუმარი დაესწრო.

მანანა ბანძელაძე

ვიდეო: ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

არეტა ფრანკლინიდან ლედი გაგამდე​ – აშშ-ის პრეზიდენტების ყველაზე გამორჩეული ინაუგურაციები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close