მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მივიდა

ჯო და ჯილ ბაიდენები უკვე თეთრ სახლში იმყოფებიან. პრეზიდენტსა და პირველ ლედის რეზიდენციის შესასვლელთან სამხედროები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში პირველად სწორედ დღეს შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის დონალდ ტრამპს თეთრ სახლში არ მიუწვევია.

ოვალურ კაბინეტში მას დონალდ ტრამპის მიერ დატოვებული წერილი დახვდება, რომელიც ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს აშშ-ში.

საკუთარი კაბინეტი უკვე დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც.

თეთრ სახლში შესვლამდე კი ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, ყოფილ პრეზიდენტებთან – ბილ კლინტონთან, ჯორჯ ბუშსა და ბარაქ ობამასთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივის მიაგეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close