მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთის პოლიციამ დიდი რაოდენობით ნახშირში ჩამალული ტონობით კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. მოქალაქეები, რომლებსაც ბრალი ედებათ სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკების ფარულად გატანაში, დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დამნაშავეები კანონიერი ბიზნესის წამოწყებით, კონტრაბანდას აწარმოებდნენ. მიუხედავად კვალის დაფარვის მცდელობისა, სამართალდამცავებმა სამხრეთ ესპანეთის ქ. ალხესირასის პორტში, 40 000 კგ ნახშირით დატვირთულ გემბანზე 2 ტონაზე მეტი გადამალული კოკაინი მაინც იპოვეს.

გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცველებმა 16 სახლი გაჩხრიკეს, აგრეთვე, 200-მდე კონტეინერიც, რომლებიც ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ესპანეთში იგზავნებოდა.

საბოლოოდ 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათი სახელები საჯაროდ გავრცელებული არაა, თუმცა მედია იუწყება, რომ ბრალდებულთაგან 6 ჯერ კიდევ პატიმრობაშია. დანარჩენები კი გარკვეული პირობების საფუძველზე გაათავისუფლეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close