იტალიაკულტურა

უფიცის გალერეა კვლავ გაიხსნება მნახველებისთვის 77-დღიანი დაკეტვის შემდეგ

უფიცის გალერეა ფლორენციაში (ტოსკანის რეგიონი, იტალია) ხუთშაბთს, 21 იანვარს კვლავ გაიხსნება მნახველებისთვის 77-დღიანი დაკეტვის შემდეგ.

ეს შესანიშნავი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები შეზღუდული იქნება: 08:30-18:30 სთ, სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ამის შესახებ დღეს, 19 იანვარს გალერეის დირექტორმა ეიკე შმიტმა განაცხადა ბობოლის ბაღების გახსნისას – დღეიდან შესაძლებელია ბობოლის ბაღების მონახულება, სადაც პირველი ყვავილები უკვე გაიშალა.

გალერეის ხელმძღვანელის თქმით, მნახველთა შეშვება შეწყდება გალერეის დაკეტვამდე ერთი საათით ადრე.  პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება 40 დარბაზის მონახულება მე-2 სართულზე; ამას გარდა, არქეოლოგიური გამოფენის დათვალიერება  2 დარბაზში, პირველ სართულზე.

ხვალიდან, ოთხშაბთიდან იხსნება პიტის სასახლე (ვიზიტის დრო – 8:30-13:30, სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; მნახველების შეშვება შეწყდება დაკეტვამდე ერთი საათით ადრე).

მოდისა და კოსტიუმების მუზეუმი არ გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ახალი დეკრეტის თანახმად, ტოსკანა კვირიდან, 17 იანვრიდან ყვითელ ეპიდემიოლოგიურ ზონაშია, შესაბამისად, მუზეუმების და გამოფენების გახსნა ნებადართულია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close