fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბელგიაში მე-16 საუკუნეში უკანასკნელი ალქაჯის კოცონზე დაწვის გამო ოფიციალურად ბოდიშს მოიხდიან

ბელგიის ქალაქ ლირის მთავრობა 1590 წელს ჯადოქრობაში დადანაშაულებული ქალის კოცონზე დაწვის გამო ოფიციალურად მოიხდის ბოდიშს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს 20 იანვარს მოხდება, როდესაც 40 წლის კატელინ ვან დენ ბლუკეს სიკვდილით დასჯიდან 430 წელი გავა. ის ჯადოქრობაში ცხენის სიკვდილისა და მის სახლში ხანძრის შემდეგ დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესზე იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ მან ქრისტიანული ლოცვები ვერ გაიხსენა.

წამების შედეგად ქალმა აღიარა, რომ ალქაჯია და ეშმაკთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კატელინი დაახრჩვეს, მერე კი კოცონზე დაწვეს. იგივე ბედი ეწია მის დედასაც, რომელიც ასევე ჯადოქრობაში ცნეს დამნაშავედ.

კატელინი „ლირის უკანასკნელი ალქაჯი“ გახდა. ქალაქი მთავრობამ ბოდიშის მოხდა იმისთვის გადაწყვიტა, რომ აჩვენოს, რამდენ სახიფათოა ხელისუფლება, რომელიც ჭორებით ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციაში ასევე ხაზი უნდა გაუსვან იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთი ადამიანის სიმამაცეს: კატელინმა წამების შემდეგაც უარი თქვა საკუთარი თავის გადასარჩენად სხვა „ალქაჯების“ დასახელებაზე.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close