fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში შესვლის წესები გამკაცრდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა 14 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლის წესები გამკაცრდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესულმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი და ერთკვირიან კარანტინში გადავიდნენ, რის შემდეგაც კვლავ გაივლიან ტესტირებას.

ასევე, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება.

„ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის 18:00 საათიდან ამოქმედება. აღნიშნული ზომა, სულ მცირე, 15 დღის განმავლობაში იქნება ძალაში“, – განაცხადა ჟან კასტექსმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მაინც არასტაბილურია.

უცხოური მედია წერს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გეგმა, იანვრის ბოლომდე აეცრათ მილიონი ადამიანი, შესაძლოა ვერ განხორციელდეს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ცენტრებს თებერვლიდან გახსნიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსმა კიდევ 282 ადამიანი იმსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 851 670 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათგან 69 313 გარდაიცვალა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close