მსოფლიოკრიმინალი

კანადაში მცხოვრებმა 24 წლის ბიჭმა მთელი ოჯახი დახოცა, რადგან ეშინოდა, მისი ტყუილის შესახებ მშობლებს არ გაეგოთ

კანადაში მცხოვრებმა 24 წლის მენჰაზ ზამანმა მთელი ოჯახი დახოცა, რადგან ეშინოდა მისი ტყუილის შესახებ მშობლებს არ გაეგოთ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ზამანი ყველას ძალიან უყვარდა. ის იყო ბიჭი, რომელიც თავის ოჯახს პირველ ადგილზე აყენებდა, სწორედ ამიტომ ვერავინ იფიქრებდა, რომ მას მსგავსი რამის ჩადენა შეეძლო.

ზამანი მშობლებთან, დასა და ბებიასთან ერთად კანადაში ცხოვრობდა. მისი ოჯახი წარმოშობით ბანგლანდეშიდანაა, კანადაში სამუშაოს ძიების მიზნით გადავიდნენ საცხოვრებლად.

მშობლებს ეგონათ, რომ ზამანი იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, რადგან ბიჭი ყოველ დილით გამზდებული მიჰყვებოდა ავტობუსს სასწავლებლისკენ დ,ა სახლში მოსული, მუდმივად მექანიკურ ინჟინერიაზე საუბრობდა.

თუმცა, ზამანი ოჯახს ატყუებდა. მას არასდროს უსწავლია იორკის უნივერსიტეტში. ყოველ დილით კომპიტერით ხელში ზამანი მხოლოდ იმიტომ გადიოდა სახლიდან, რომ ვიდეოთამაშებით დაკავებულიყო. მან ვირტუალური მეგობრები გაიჩინა და ვირტუალურ სამყაროში დაიწყო ცხოვრება.

როგორც კი მშობლებმა ზამანის უნივერსიტეტის დამთავრებაზე დაიწყეს საუბარი და მისი გამოსაშვები საღამოს თარიღიც ახლოვდებოდა, ზამანი შეშინდა. მისი მშობლები გაიგებდნენ, რომ თურმე აქამდე ის მათ ატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა, ისინი საკუთარი ხელით მოეკლა.

ზამანმა ჯერ სახლში მყოფი დედა და ბებია მოკლა, შემდეგ რამდენიმე საათით დაელოდა, სანამ  მამა და და დაბრუნდებოდნენ. შემდეგ კი ისინიც დახოცა.

მანამდე, სანამ ზამანი დისა და მამის მოსვლას ელოდებოდა, იგი ვიდეოთამაშებს თამაშობდა და თავის ვირტუალურ მეგობრებს ეუბნებოდა, როგორ მოიშორა ოჯახის წევრები.

თავდაპირველად ზამანის ეს სიტყვები ვირტუალურ სამყაროში ხუმრობად აღიქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ზამანმა მათ ფოტოები გაუგზავნა, ისინი ძალიან შეშინდნენ და გადაწყვიტეს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ.

ზამანს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 64 წლის იქნება, როცა თავისუფლების შეგრძნებას კიდევ შეძლებს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close