fbpx
ისტორიახელოვნება

როგორ გამოესარჩლა 10 წლის ილიკო სუხიშვილი ნიკო ფიროსმანს, მან კი ბიჭს თავისი ნახატი უჩვენა

ლეგენდარულ ილიკო სუხიშვილს (უფროსი) ბავშვობაში თურმე შემთხვევით ნიკო ფიროსმანი გაუცვნია და მასთან სახლშიც ყოფილა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი:

10 წლის ილიკო თურმე ქუჩაში მისეირნობდა, როცა ნასვამი კაცი შენიშნა დახეული ჩექმითა და ქურთუკით, რომელიც მალაკნების ბაზართან მიდიოდა ბარბაცით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა. ონავარი ბავშვები მთვრალს აბუჩად იგდებდნენ. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს.

უცნობმა თავისი მშველელი იცნო, იგი მუშთაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ „შამილის“ ცეკვას ასრულებდა. მან ილიკოს მადლობა გადაუხადა და შესთავაზა, რომ თავის მიერ დახატულ ჩრდილოკავკასიელთა ლეგენდარულ გმირს, შამილს უჩვენებდა.

ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა.

დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მან უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო…

წყარო: facebook.com/chub1na.ge

„შამილი მცველით“, 1906 წ. ნიკო ფიროსმანი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close