fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტვიტერში საქართველოში ვიზიტზე წერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გასულ წელს აჯამებს და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში ვიზიტზე წერს. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში თავისუფლებისმოყვარე მეგობრების მხარდასაჭერად ჩავიდა.

მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტვიტერის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

პომპეო  ასევე საუბრობს საგარეო მიმართულებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიას მეგობრების მხარდაჭერით აქტიურად დაუპირისპირდა, მოსკოვის მიმართ ლოიალობის გზა არ აურჩევია და რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი „გადატვირთვის სულელური ღილაკები“ არ გამოუყენებია. მაიკ პომპეოს აღნიშნული განცხადების ქვეშ ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის ფოტოა ატვირთული, როდესაც ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა 2009 წლის 6 მარტს ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესახებ სიმბოლურ ღილაკზე თითის დაჭერით განაცხადეს.

„2017 წლიდან ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 365-ზე მეტ რუსულ სამიზნეს, რუსეთის დესტაბილიზაციისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ უკრაინასა და მთელ ევროპაში. არცერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა ისეთი მკაცრი რუსეთის მიმართ, როგორც ჩვენ“, – აცხადებს პომპეო წლის შეჯამებისას.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close