Made a point of flying to Georgia to back our freedom-loving friends there, too. Thanks to @GakhariaGiorgi for the warm welcome. pic.twitter.com/eOHV28WiLA
— Secretary Pompeo (@SecPompeo) January 3, 2021
პომპეო ასევე საუბრობს საგარეო მიმართულებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიას მეგობრების მხარდაჭერით აქტიურად დაუპირისპირდა, მოსკოვის მიმართ ლოიალობის გზა არ აურჩევია და რუსეთთან ურთიერთობაში არავითარი „გადატვირთვის სულელური ღილაკები“ არ გამოუყენებია. მაიკ პომპეოს აღნიშნული განცხადების ქვეშ ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის ფოტოა ატვირთული, როდესაც ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა 2009 წლის 6 მარტს ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესახებ სიმბოლურ ღილაკზე თითის დაჭერით განაცხადეს.
„2017 წლიდან ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 365-ზე მეტ რუსულ სამიზნეს, რუსეთის დესტაბილიზაციისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ უკრაინასა და მთელ ევროპაში. არცერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა ისეთი მკაცრი რუსეთის მიმართ, როგორც ჩვენ“, – აცხადებს პომპეო წლის შეჯამებისას.
1tv.ge
კომენტარები