მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

საბედისწერო ხელის თხოვნა – პატარძალი 192 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა

ავსტრიაში ქალი 192 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა. შემთხვევა ფალკერტის მთაში მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც 32 წლის ქალს შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ამის შესახებ mirror.co.uk-ი წერს.

შეყვარებულ წყვილს სურდა ორიგინალურად ჩაეტარებინა ხელის თხოვნის პროცედურა და ეს ჩანაფიქრი მათ მართლაც განახორციელეს, მეტიც, ხელის თხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით ორიგინალური და ექსტრემალური გამოვიდა.

საპატარძლო სიკვდილს თოვლის სქელი საფრის წყალობით გადაურჩა, რომელშიც ჩავარდა. მისმა საქმრომ კი, რომელმაც სცადა, ქალი დაეჭირა, თავადაც ვერ  შეიკავა თავი და მწვერვალიდან 15 მეტრით დაშორებულ ადგილზე ჩავარდა.

საბედნიეროდ, ორივე მათგანი გადარჩა. მაშველებმა ისინი ამოიყვანეს და ქალი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close