fbpx
საქართველო

3-იდან 15 იანვრამდე საქართველოში უქმეები ცხადდება

3 იანვრიდან 15 იანვრამდე საქართველოში უქმეები ცხადდება. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-იდან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.

2 იანვარს 19:00 საათიდან დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ეს შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close