fbpx
მედიცინამსოფლიო

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის (8,9 მლნ-მდე) გათვალისწინებით, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისრაელმა ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და აცრა დღეში 150 000 ადამიანს უკეთდება. პირველ რიგში, ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აცრილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ბაჰრეინი, ხოლო მესამეზე – დიდი ბრიტანეთი.

აშშ-ში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე სულ 2,78 მილიონ ადამიანს გაუკეთეს.

საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონვირუსით 84 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close