პირველად საქართველოში – წლის გოლის ავტორი ქალი ფეხბურთელი გახდა (ვიდეო)
ტრადიციულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი დაასახელა.
მიმდინარე წლის საუკეთესო ქართული გოლი ღია გამოკითხვით შეირჩა. გულშემატკივართა ხმების უმეტესობა საქართველოს ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ თავდამსხმელის, ხატია ჭყონიას გოლმა დაიმსახურა, რომელიც მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ „კლუჟს“ გაუტანა.
„2020 წლის საუკეთესო ქართული გოლის“ ნომინაციაზე ხატია ჭყონიას გარდა კიდევ ცხრა ფეხბურთელი იყო წარდგენილი ქართული კლუბებიდან:
1. ირაკლი სიხარულიძე – ლოკომოტივი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)
2. გიორგი გაბედავა – დინამო ბათუმი vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)
3. ვაგნერ გონსალვესი – დინამო ბათუმი vs სამტრედია (ეროვნული ლიგა)
4. ხვიჩა კვარაცხელია – ჩრდილოეთ მაკედონია vs საქართველო (უეფა-ს ერთა ლიგა)
5. სიმი საიოტი – საფრანგეთი vs საქართველო (ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)
6. კონსტანტინე ფაჩულია – ქომაგები vs ზედაზენი (მოყვარულთა ლიგა)
7. კობა ბაკურაძე – ნახალოვკა სამტრედია vs ლაკადა წალენჯიხა (მასტერ ლიგა)
8. გიორგი ფანცულაია – დინამო თბილისი vs ტორპედო (ეროვნული ლიგა)
9. ნოდარ იაშვილი – დილა vs დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)
1tv.ge
კომენტარები