იტალიასაზოგადოება

ბანკომატმა გამვლელს 980 ევრო „გადმოუყარა“, მან კი ფული პოლიციაში წაიღო

უჩვეულო ამბავი შეემთხვა გამვლელს ვია ფორიაზე, იტალიის ქალაქ ნეაპოლში. მამაკაცმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში სეირნობისას შეამჩნია, რომ ბანკომატი, რომელთანაც გაიარა, 50 და 20 ევროს ნომინალის ბანკნოტებს ყრიდა.

გაოცებული მამაკაცი მალე გამოერკვა, წამითაც არ დაფიქრებულა, შეაგროვა მიწაზე დაყრილი ფული, პოლიციაში წავიდა და სამართალდამცველებს 980 ევრო გადასცა.

როგორც გაირკვა, ამ ისტორიის მთავარი გმირი, მაროკოული წარმოშობის 51 წლის ხალილ სემაჰი დაოჯახებულია და ერთი ვაჟიშვილი ჰყავს, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს.

„პატარა სახლში ვცხოვრობთ, – ამბობს მისი ცოლი. – ჩემი ვაჟი გამოცდისთვის ემზადებოდა და ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა სასეირნოდ გასვლა, რათა მისთვის მეცადინეობაში ხელი არ შეეშალა“.

პოლიციის აგენტები შემთხვევის ადგილას მივიდნენ შემოწმებისთვის. მათ ბანკომატზე რაიმე გარეგნული დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინეს. მათ ფაქტის შესახებ ბანკის ხელმძღვანელობას და კონტროლის დაწესებულებას აცნობეს, რათა გაერკვიათ, ხომ არ იყო ბანკომატის გაუმართაობა ჰაკერული თავდასხმის ბრალი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close