მედიცინაჯანმრთელობა

რატომ არის საშიში ნაბახუსევი მათთვის, ვინც COVID-19 გადაიტანა

COVID-19 და ნაბახუსევი – ასეთი შეხამება ძალიან სარისკოა. მათთვის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ნაბახუსევის მდგომარეობა შესაძლოა საბედისწეროდ დასრულდეს. ამის შესახებ გაფრთხილებას ექიმები იძლევიან.

მსუბუქი ნაბახუსევის მდგომარეობაც კი სახიფათოა კოვიდგადატანილებისთვის, მას შეუძლია უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი. უკეთეს შემთხვევაში ყველაფერი შესაძლოა ინვალიდობით დასრულდეს, უარეს შემთხვევაში – ლეტალურად. ამის შესახებ ფსიქიატრი იგორ ლაზარევი Medikforum.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ექიმი განმარტავს, რომ გადატანილი კორონავირუსული ინფექცია სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის რისკს ზრდის. ნაბახუსევის მდგომარეობა კი, რომელსაც თან ახლავს ინტოქსიკაციის სინდრომი, სისხლის შენადედების წარმოქმნის პროცესს აძლიერებს. შედეგად იზრდება თრომბის მოწყვეტის ალბათობა – სახიფათო მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

შედედებული სისხლის მასა – თრომბი (ლეკერტი) სისხლის მიმოქცევის პროცესში შეიძლება იმ სისხლძარღვში ან არტერიაში მოხვდეს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს კვებავს და დაახშოს მისი სანათური. ამას კი საბედისწერო შედეგი მოჰყვება.

სპეციალისტი რეკომენდაციას იძლევა, დღესასწაულების დღეებში თავი შევიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან, განსაკუთრებით გადაღლილზე და მშიერ კუჭზე, აგრეთვე, არ ავურიოთ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები.

ამასთან, ექიმების რჩევით, იმისთვის, რომ დილით ნაკლები დისკომფორტი გქონდეთ, საახალწლო სუფრაზე სადღეგრძელოები 30-წუთიანი ინტერვალით წარმოთქვით, შესაბამისად, ასეთივე ინტერვალით მიირთვით ალკოჰოლური სასმელი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close