28 დეკემბრიდან თურქეთში ჩასულ პირებს კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, 28 დეკემბრიდან თურქეთში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ.
„28 დეკემბრიდან ყველა ავიამგზავრმა, ხოლო 30 დეკემბრიდან ყველა იმ პირმა, რომელიც თურქეთში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოვა, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს. თურქეთში თვითმფრინავით მოგზაურობისას ტესტის ნეგატიური პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე იქნება წარსადგენი. აღნიშნული ზომები 2021 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2 118 255 შემთხვევა გამოვლინდა, 19 371 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 970 803 – გამოჯანმრთელდა.
imedinews.ge
კომენტარები