ტესტი: რამდენ ფერს ხედავთ და რა დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ?
ეს ტესტი ნეირომარკეტინგის ექსპერტმა დაიანა დერვალმა შექმნა. უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვას და შემდეგ შეამოწმეთ პასუხები – ასე მიხვდებით, თუ რამდენად კარგად აღიქვამთ ფერებს.
დაითვალეთ იმ ელფერების რაოდენობა, რომლებსაც ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, რამდენი ფერი დაინახეთ?
20-ზე ნაკლები:
თქვენ დიქრომატი ხართ, შესაბამისად, თქვენი თვალის ბადურის შემადგენლობაში მხოლოდ 2 ტიპის ფოტორეცეპტორული უჯრედებია. „თუმცა არ იდარდოთ – კარგ კამპანიაში მოხვდით, რადგან ძაღლებსაც ასეთი ტიპის მხედველბა აქვთ“, – ხუმრობს პროფესორი დერვალი. ალბათ უპირატესობას შავ, ბეჟ ან მუქლურჯ სამოსს ანიჭებთ. სამყაროს მოსახლეობის 25% დიქრომატია.
20-სა და 32-ს შორის:
ეს ნორმალური, ე. წ. სამფეროვანი მხედველობაა ანუ თქვენი თვალის ბადურაზე 3 ტიპის ფოტორეცეპტორული უჯრედებია (იისფერ/ლურჯ, მწვანე და წითელ ზონებში). ასეთი მხედველობა აქვს მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს.
33-სა და 39-ს შორის:
თქვენ ტეტრაქრომატი ხართ (4 ტიპის ფოტორეცეპტორული უჯრედები თვალის ბადურის იისფერ/ლურჯ, მწვანე, წითელ და ყვითელ ზონებში), ფუტკრების მსგავსი მხედველობა გაქვთ და სპექტრის ნათელი ფერების უმეტესობას აღიქვამთ. სავარაუდოდ, არ უნდა გიყვარდეთ ყვითელი, ალბათ ამ ფერის ტანსაცმელის ჩაცმასაც ერიდებით. ადამიანთა მხოლოდ 25%-ს შეუძლია მოცემულ სპექტრში ყველა ფერის დანახვა.
თუ 39-ზე მეტი დაითვალეთ:
ტყუით, რადგან ამ სპექტრში მხოლოდ 39 ელფერია მოცემული და თქვენი კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 35 ჩანს სწორად.
თამთა გურული
კომენტარები