ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობაა, „სითი მოლში“ 2 რობოტი „პეპერი“ მუშაობს (ფოტო/ვიდეო)

სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობაა. დღეიდან სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა განაახლეს და 2 იანვრამდე იმუშავებენ. მაღაზიების სამუშაო საათები 07:00-იდან 19:00 საათამდე განისაზღვრა.

„სითი მოლის“ მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს ორი რობოტი „პეპერი“, რომლებიც სავაჭრო ცენტრში დილიდანვე გამოჩნდნენ.

ამასთან, სავაჭრო ობიექტების მუშაობის განახლების გამო დილიდან თბილისის ქუჩებში საცობებია.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება – მაგალითად, არ განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დიდ ქალაქებში და არ გაიხსნა ბაზრობები.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close