მედიცინამსოფლიო

ექიმი, რომელიც აფრიკაში ებოლას პირველ აფეთქებას იკვლევდა, აცხადებს, რომ სამყაროს ახალი და კორონავირუსზე გაცილებით სახიფათო ვირუსების გავრცელება ელოდება

მისი თქმით, დღეს ექიმები მუშაობენ ეგრეთ წოდებული „იქს დაავადების“ პათოგენზე, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო მოიცვას

ექიმი, პროფესორი ჟან-ჟაკ მუემბე-ტამფუმი (Jean-Jacques Muyembe-Tamfum) იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 1976 წელს აფრიკაში ებოლას ვირუსის პირველ აფეთქებას იკვლევდა და დღემდე ახალი პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზეა,  შიშობს, რომ კორონავირუსის დასრულების შემდეგ ტროპიკული ტყეებიდან ახალი ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე და ებოლასავით მომაკვდინებელი ეფექტი ექნებათ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

აფრიკელი მეცნიერის თქმით, ახალი პანდემიების გამომწვევი მიზეზი ადამიანის მიერ ეკოსისტემის დარღვევაა!

„თუ ჩვენ წავალთ ტყეში, შევცვლით ეკოლოგიას, მწერები და ვირთხები დატოვებენ იმ ადგილს და მოვლენ სოფლებში, დასახლებულ ადგილებში, ეს არის ვირუსის, ახალი პათოგენების გადაცემა… ჩვენ ვიჭრებით ტროპიკულ ტყეებსა და სხვა ველურ ლანდშაფტში, სადაც უამრავი ცხოველი და მცენარეა. მათ შიგნით კი იმდენი უცნობი ვირუსია. ჩვენ ვჭრით ხეებს, ვხოცავთ ცხოველებს, ან ვათავსებთ მათ გალიებში და ვყიდით ბაზარზე, ჩვენ ვარღვევთ ეკოსისტემას და ვათავისუფლებთ ვირუსებს მათი ბუნებრივი მატარებლებისგან. როდესაც ეს ხდება, მათ ახალი მატარებლები სჭირდებათ და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანია“, – აღნიშნავს მეცნიერი.

მისი თქმით, დღეს ექიმები მუშაობენ ეგრეთ წოდებული „იქს დაავადების“ პათოგენზე, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო მოიცვას.

78 წლის კონგოლელი ექიმი, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა კონგოს დუკავშირა, ამერიკულმა Time-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. „განძი მსოფლიოსთვის“ – ასე მოიხსენიებს მას მოკლე დახასიატებაში მეორე კონგოლელი ექიმი, დოქტორი მუკვეჯე (Dr Mukwege) მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი (2018 წ.).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close