fbpx
მსოფლიოქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი მოქალაქეებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„​კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე ესექსისა და ჰერდფორდშირის საგრაფოების ნაწილში „კოვიდგანგაშის“ მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე იქნება შემოღებული.

მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე მოიცავს შემდეგს:
• დახურულ და ღია სივრცეში ოჯახების შეევის აკრძალვა, გამონაკლისია ე. წ. „მხარდამჭერი წრის“ წევრები. არაუმეტეს ექვსი პირის შეკრება მხოლოდ საჯარო ღია სივრცეში;
• სტუმართმოყვარეობის სექტორი იხურება;
• სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
• ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, გამაჯანსაღებელი (გარდა ჯგუფური აქტივობებისა), გასართობი (გარდა დახურულისა) ღიაა;
• სპორტული, ცოცხალი შესრულების და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარება დაუშვებელია;
• პირმა არ უნდა დატოვოს ის ზონა, სადაც „ძალიან მაღალი“ დონის შეზღუდვები მოქმედებს“, – წერს საქართველოს საელჩო.

უწყება ასევე განმარტავს, რომ რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.gov.uk/government/news/london-south-essex-and-south-hertfordshire-to-move-to-tier-3-restrictions

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close