fbpx
პოლიტიკასაქართველო

რატომ დატოვა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“?

მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან, – დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ (უკვე ყოფილმა) გრიგოლ ვაშაძემ დღეს დილით თავის ფეისბუქის გვერდზე. ვაშაძის თქმით, ეს ნაბიჯი უაღრესად უძნელდება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. 

„ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას“, – წერს ვაშაძე.

მისი თქმით, არ აპირებს ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქშოუებში მონაწილეობას.

„უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან – არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქშოუებში მონაწილეობას“, – მიმართავს გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close