საბერძნეთი დღესასწაულის წინ: უნიკალური სანახაობა პირეოსის კოშკზე (ფოტო, ვიდეო)
ბრწყინვალებით სავსე უნიკალურმა სანახაობამ – სადღესასწაულო ფერებში სიმბოლურად განათებულმა პირეოსის კოშკმა დაატყვევა ყველა, ვინც მის მრავალფეროვან გარდასახვას თვალს ადევნებდა.
უნიკალური ესთეტიკური სანახაობა პირეოსიდან პირდაპირ ეთერში გადაიცა ვებსაიტ christmasinpiraeus.com-ის და youtubeისა და facebook-ის არხებით.
პირეოსის აღორძინების სიმბოლომ, შენობამ, რომელიც სიმაღლით მეორეა საბერძნეთში და ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში დომინირებს, უნიკალური წუთები აჩუქა მას, სავსე ემოციებით, სინათლით და სადღესასწაულო ფერებით, დიდი პორტის ფონზე.
პირეოსის მუნიციპალიტეტის საშობაო-საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში კოშკის შუქით პირეოსის ცა მთელი თვის განმავლობაში იქნება განათებული და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო შექმნილ რთულ პერიოდში იმედისა და ოპტიმიზმის სხივებს გაუგზავნის ადამიანებს.
ქალაქის მერმა იანის მორალისმა კოშკის განათების შემდეგ მისალოცი სიტყვა წარმოთქვა:
„ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ქვეყნის უდიდესს პორტში, საიდანაც მოჩანს ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლური კოშკი, განათებული განუმეორებელი სანახაობით. რთული წელი გვქონდა და, როგორც მუნიციპალური ხელისუფლება, ამ სადღესასწაულო დღეებში ვცდილობთ დავაბალანსოთ და პატივი მივაგოთ როგორც გარდაცვლილ თანამოქალაქეებს, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. გვსურს ოპტიმიზმის და იმედის გზავნილი მივაწვდინოთ პირეოსისა და მთელი საბერძნეთისთვის მოქალაქეებს.
… ვიმედოვნებ, მალე გადავლახავთ უპრეცედენტო სიტუაციას, რომელსაც განვიცდით, დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას და ერთად აღვნიშნავთ შობას პირეოსში. ყველას გილოცავთ დღესასწაულებს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ახალი წლის შეხვედრას ოპტიმიზმით!“ – განაცხადა ქალაქის მერმა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები