fbpx
კრიმინალიმსოფლიო

თაღლითებმა ათობით ქალს ვითომდა ილონ მასკის სპერმა მიჰყიდეს 150 ათას დოლარად

სამხრეთ ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი, აშშ) სპერმის ბანკი წლების განმავლობაში ატყუებდა უამრავ ქალს, რომლებსაც შვილის ყოლა სურდათ, ვითომდა ცნობილი ინვესტორისა და გამომგონებლის, მილიარდერ ილონ მასკის ბიოლოგიურ მასალას ყიდდა. სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის თაღლითური სქემა აღმოჩნდა. ამის შესახებ bokdaily წერს.

თაღლითები 2016 წლიდან 2019 წლის ივნისამდე მოქმედებდნენ. ისინი კლიენტებს ეუბნებოდნენ, რომ მასკი თვითონ აბარებდა საკუთარ სპერმას, როდესაც პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მათ კი გაყინეს ბიოლოგიური მასალა და საჭიროებისამებრ იყენებდნენ. მიუხედავად მაღალი ფასისა (150 ათასი აშშ დოლარი ერთი ნიმუშისთვის), ბანკს კლიენტები არ აკლდა.

საერთო ჯამში თაღლითებმა 100-მდე ადამიანი მოატყუეს – მათ შორის იყვნენ წყვილები, მარტოხელა ქალები, ინვესტორები და არაბი ბიზნესმენები…

დნმ ტესტის შედეგებმა კი დაამტკიცა, რომ ამგვარი სქემის შედეგად დაბადებული ბავშვების მამა ცნობილი მილიარდერი კი არა, ირლანდიელი მამაკაცია, რომელიც თავად აძლევდა თაღლითებს თავის ბიოლოგიურ მასალას. როდესაც თაღლითური სქემა გაიშიფრა, აღმოაჩინეს, რომ ირლანდიელი მამაკაცი უკვე მკვდარი იყო.

2019 წელს, როცა დონორი გარდაიცვალა, კლინიკა დაიკეტა, თაღლითები კი მიიმალნენ. მათ სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. დაახლოებით 50 ქალი აღმოჩნდა იმედგაცრუებული და მოტყუებული – მათ ეგონათ, რომ „მასკისგან“ დაფეხმძიმდნენ, თუმცა მწარე სიმართლე გაიგეს მას შემდეგ, რაც თავიანთი შვილების დნმ-ის ანალიზის პასუხები მიიღეს.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალმა აღიარა, რომ სიმართლის გაგება არ უნდოდა.

„თავად შეგრძნება, რომ ბავშვი ილონ მასკისგან შემეძინა, ჩემთვის დედობას ბედნიერს ხდიდა, ახლა კი განაწყენებული ვარ საკუთარ გოგონაზე ამ ადამიანის გამო, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ მოკვდა და ჩემი ცხოვრება დაანგრია“, – განაცხადა მან.

თავად ილონ მასკს 6 შვილი ჰყავს. მექვსე შვილი – ბიჭუნა მას და გრაიმსს 2020 წელს შეეძინათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close