რუსეთში მეცნიერები შინაური ცხოველებისა და წაულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქმნიან, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, ვაქცინა კლინიკური შემოწმების ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ სწორედ წაულებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინათ მილიონობით წაულა დახოცეს, მათ შორის, დანიაში.
რუსმა მეცნიერებმა კი ვაქცინის შექმნა ცხოველებისთვის მას შემდეგ დაიწყეს, რაც გჩნდა ეჭვი, რომ კორონავირუსი შესაძლოა შინაურ ცხოველებშიც გავრცელებულიყო. ვაქცინა იქმნება კურდღლებისთვის, კატებისა და სხვა ცხოველებისთვისაც.
როგორც მოსალოდნელია, კლინიკური შემოწმება იანვარში დასრულდება, თებერვალში კი შესაბამისი უწყებისგან ვაქცინის ავტორიზაციას ელოდებიან.
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, აღნიშნული ვაქცინის შეძენის ინტერესი შესაძლოა საინტერესო გახდეს წაულების ფერმების მფლობელებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: bm.ge
კომენტარები