fbpx
პოლიტიკასაქართველო

მილიონერი პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, მათ შორის იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომლებიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში.

პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია ანუ ყოველი მე-7.

თუმცა შესაძლოა მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებშიც ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის შეტანის ვალდებულება არ ჰქონდათ, საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა.

ამ მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 14 მილიონერი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.​

მილიონერები არიან ოპოზიციის სიაშიც. ყველაზე მეტი მილიონერი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკშია (კახაბერ ოქრიაშვილი, კობა ნაყოფია, მანუჩარ კვირკველია, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი). სხვა პარტიებში მილიონერები ასე გადანაწილდნენ: „ლელო“ – 2 (ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე); „ევროპული საქართველო“ – 1 (არმაზ ახვლედიანი); „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 (ავთანდილ ენუქიძე). „გირჩის„, „მოქალაქეებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით მილიონერები დეპუტატები არ გამხდარან.

გააგრძელე კითხვა radiotavisupleba.ge-ზე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close