fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 დეკემბერი

14 დეკემბერს ახალმთვარეობაა. შეამცირეთ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, დილით და შუადღეს დაკავდით დაგეგმარებით, მოამზადეთ ახალი პროექტები დასაწყებად, იოცნებეთ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება ყველაფრისთვის, რაც პროფესიულ საქმიანობას ეხება. ატმოსფერო გუნდში და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უფრო თავისუფალი გახდება, დავალებები კი – საინტერესო.

15 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე მზარდი მთვარეა. ეს არის სიახლეების და საინტერესო შემოთავაზებების პერიოდი. შეგიძლიათ დაიწყოთ სამსახურის ძებნა, განიხილოთ საქმიანი წინადადებები და გადადგათ აქტიური ნაბიჯები პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში.

 

ვერძი

ბევრს მიაღწევთ, თუ ფრთხილად და აუჩქარებლად იმოქმედებთ. კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანთ. შესაძლებელი იქნება ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა, თქვენი პროფესიული პოზიციების განმტკიცება. დაკვირვება და მცირე დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა კარგ დახმარებას გაგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

კვირის პირველ ნახევარში მაქსიმალურად მეგობრული უნდა იყოთ. თქვენს იდეებს შეიძლება ყოველთვის მაშინვე არ დაუჭირონ მხარი, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იმოქმედეთ. შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები. გამორიცხული არ არის ხელსაყრელი დამთხვევები, ასევე, ისეთი მოვლენები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

მზად იყავით იმისთვის, რომ ზოგი რამ გეგმის მიხედვით არ წარიმართება. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოულოდნელობები, თქვენ კი მოქნილი უნდა იყოთ, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ განახორციელოთ ისინი. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ცოტა მოგვიანებით აუცილებლად მიხვდებით, როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გქონდათ

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კირჩხიბი

კვირის დასაწყისი ძალიან ხელსაყრელი დროა ზოგიერთი ძველი გეგმის განსახორციელებლად. გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინათ ჩაიფიქრეთ, აისრულეთ ოცნება, რაც დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელი ჩანდა. თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები ბევ რამეში დაგეხმარებიან, ახლობლები მხარს დაუჭერენ თქვენს ყველა წამოწყებას. მეგობრებთან ერთად დროს კარგად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ლომი

ბევრ რამეს მშვენივრად მოაგვარებთ, მკაფიოდ გამოვლინდება თქვენი, როგორც ლიდერის, თვისებები. უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. წინა პლანზე წამოიწევს ახლობლებთან ურთიერთობა. ბევრი რამ მოგეწონებათ და გაგახარებთ. შეგიძლიათ არა მარტო მოაგვაროთ უთანხმოება და კომპრომისებს მიაღწიოთ, არამედ თქვენი სამომავლო გეგმებიც გააცნოთ ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმის და გონიერების იმედი გაქვთ.

სასიკეთო დღეები: 14, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ქალწული

ხელსაყრელი კვირაა კომუნიკაციისთვის, არსებული კავშირების განმტკიცებისთვის. ეს შესაფერისი დროა სამომავლო საქმეებზე მოსალაპარაკებლად ან გეგმების განსახილველად მათთან, ვისაც შეუძლია მათ განხორციელებაში დაგეხმაროთ. შესაძლებელია უჩვეულო, მოულოდნელი მოვლენები. ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, მოუსმინეთ მას.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

სასწორი

კვირის დასაწყისში გამორიცხული არ არის უთანხმოება და კამათი. საქმე შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს ან ბიზნესს. ფიქრობთ, რომ მართალი ხართ, მაგრამ ყოველთვის ვერ პოულობთ სწორ არგუმენტებს სხვების დასარწმუნებლად. არ ღირს სიჩქარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, დრო გაქვთ, ჯობია, მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ და დაფიქრდეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მორიელი

წარმატებული კვირა გელოდებათ. როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება, შეშფოთებისა და მღელვარების მიზეზი არ არსებობს. შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები და სიურპრიზები, ასევე შესანიშნავი სიახლეები, რომელთაც ვერც კი დაითვლით. კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტი საქმე და სამუშაო გექნებათ, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ყველაფერს მშვენივრად გაუმკლავდებით.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

ხელსაყრელი კვირაა საქმიანი კავშირების განმტკიცებისთვის. ადამიანები, რომლებთანაც ადრე გიმუშავიათ, კვლავ მზად არიან რაიმე საინტერესო შემოგთავაზონ და უარის თქმის არანაირი მიზეზი არ არსებობს. გამორიცხული არ არის ნაცნობობა, რომლის წყალობითაც თქვენ წინაშე მოულოდნელი და მაცდური პროფესიების პერსპექტივები მალე გაიხსნება.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თხის რქა

კვირის დასაწყისი კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის. ისინი, ვინც ადრე არ გაფასებდათ, აზრს შეიცვლიან, მიხვდებიან, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. გამორიცხული არ არის, ბოლოდროინდელმა კონკურენტებმა თქვენი მხარე დაიჭირონ. ხელს არავინ შეგიშლით ჩანაფიქრის ასრულებაში. სავარაუდოა წარმატებები სწავლასა და შემოქმედებაში.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

ეს კვირა მშვიდი იქნება. შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი საქმე გქონდეთ, მაგრამ შესაძლებელი იქნება თავიდან აირიდოთ აურზაური, არაფერი დაგავიწყდეთ და არ აგერიოთ, ყველაფერს გაუმკლავდეთ. ახლობლებთან ურთიერთობისთვის, საყოფახცოვრებო და საოჯახო საქმეების მოსაგვარებლადაც დაგრჩებთ საკმარისი დრო. შესაძლებლობა გექნებათ, რაიმე ღირებული და სასარგებლო შენაძენი გააკეთოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

შეეცადეთ ეს კვირა ნაყოფიერად გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ბრწყინვალედ დაასრულოთ საქმე, რომლის წარმატების იმედი არავის ჰქონდა. ბევრის დაინტერესება შეგიძლიათ თქვენი იდეებით, მათ შორის, ისეთი იდეებით, რომლებიც ადრე ყველას საეჭვოდ მოეჩვენა. შესაძლებლობა გექნებათ, დაისვენოთ, გააკეთოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close