მსოფლიოსაზოგადოება

ეს საყვარელი ჯუჯა არსებები ავსტრალიაში ხანძარს გადაურჩნენ

ავსტრალიაში მდებარე კუნძულ კენგურუზე ადგილობრივი ველური ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჯუჯა ოპოსუმები აღმოაჩინეს. მიიჩნეოდა, რომ ისინი იქ 2019-20 წლებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების შედეგად გადაშენდნენ, როდესაც ცეცხლმა ამ ჩანთოსანთა საცხოვრებელი არეალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. 

გარემოს დამცველები ჯუჯა ოპოსუმებს, რომელთა წონაც ზრდასრულ ასაკში 10 გრამს არ აღემატება, კუნძულის დასავლეთ ნაწილში გადააწყდნენ. მათი განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ამ ცხოველებთან შეხვედრის პირველი შემთხვევაა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათი აღმოჩენა მარტივი არ ყოფილა. იმის გარდა, რომ ჩანთოსანთა ეს სახეობა არც ისე გავრცელებულია, ამას ოპოსუმების მინიატურული ზომაც ართულებს. ამ არსებებს დღე სძინავთ და ღამე ნადირობენ. იკვებებიან მწერებითა და ნექტრით, ცხოვრობენ ბუჩქებსა და ხეებზე, რომლებზეც კუდის დახმარებით ძვრებიან.

ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი ცხოველების მოძიების მიზნით მკვლევრებმა კუნძულ კენგურუს სხვადასხვა ნაწილი შეისწავლეს და 20-ზე მეტი სახეობის წარმომადგენელი 200-მდე ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი თუ ამფიბია აღმოაჩინეს. მათ შორის, სამხრეთული ყავისფერი ბანდიკუტები, კენგურუები, მინდვრის თაგვები, სცინკები, ყავისფერი გომბეშოები და სხვა.

სპეციალისტებისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არაა, რა გავლენა მოახდინა ხანძარმა კუნძულის ეკოსისტემაზე და როგორ მოახერხებენ ცხოველები იცხოვრონ გარემოში, რომლის აღდგენასაც ათეულობით წელი დასჭირდება. ეკოლოგთა თქმით, ისინი ჯუჯა ოპოსუმებისა და საფრთხის წინაშე მყოფი სხვა არსებების დასაცავად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close