იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. ამის შესახებ პარასკევს, 11 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ორშაბათს, 7 დეკემბერს ჩატარებული მოლეკულური (პისიარ) ტესტის პასუხი ცრუდადებითი იყო. როგორც ცნობილია, ინფიცირების შესახებ ლამორჯეზემ მთავრობის სხდომაზე შეიტყო. მინისტრს სასწრაფოდ მოუწია სხდომის დატოვება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და იუსტიციის მინისტრი ალფონსო ბონაფედე კი ფიდუციარულ თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ვინაიდან შს მინისტრის გვერდით ისხდნენ.
უწყებაში განაცხადეს, რომ ლამორჯეზემ 9 და 10 დეკემბერს განმეორებით ჩაიტარა ტესტირება და ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ხვალიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის საქმიანობას. შესაბამისად, დი მაიოს და ბონაფედეს თვითიზოლაციაც დასრულდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები