იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს ლუჩანა ლამორჯეზეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე შეიტყო. მინისტრს სასწრაფოდ მოუწია სხდომის დატოვება. მთავრობის სხდომა განახლდა, თუმცა რამდენიმე წუთში დასრულდა.
Ansa-ს ინფორმაციით, მინისტრმა ტესტი დილით ჩააბარა (ლუჩანა ლამორჯეზე კორონავირუსზე ტესტს ყოველ 10 დღეში იტარებს და აქამდე მინიმუმ 10 ტესტირება მაინც აქვს გაკეთებული), შემდეგ კი კიჯის სასახლეში გამეგზავრა მთავრობის სხდომაში მონაწილეობისთვის.
ლამორჯეზეს ამ დროისთვის სიმპტომები არ აქვს და სახლში კარანტინში იმყოფება.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და იუსტიციის მინისტრი ალფონსო ბონაფედე ასევე გადავიდნენ ფიდუციარულ თვითიზოლაციაში, ვინაიდან შს მინისტრის გვერდით ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრებს შორის რეკომენდებული მანძილი დაცული იყო, სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ისინი მაინც თვითიზოლაციაში არიან.
რაც შეეხება იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს ლუჩანა ლამორჯეზესთან ახლო კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა კორონავირუსზე ტესტს მაინც ჩააბარებს, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები