ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ნათია თოდუას სიმღერა BEST OF THE VOICE-ის TOP-ათეულშია (ვიდეო)

სიმღერა „I Put A Spell On You“, რომელიც ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ 2017 წელს გერმანულ „ვოისში“ ბრმა მოსმენისას შეასრულა, ამავე კონკურსის ოფიციალურმა არხმა ათ საუკეთესო შესრულებას შორის დაასახელა – Our favorite Blind Auditions of The Voice | Top 10. 

ამის შესახებ მომღერალმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, – წერს ნათია და ვიდეოს ლინკსაც აქვეყნებს.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ნათია თოდუამ 2017 წლის 17 დეკემბერს გერმანულ მუსიკალურ ტელეპროექტ The Voice of Germany-ში გაიმარჯვა. ამჟამად ქართველი მომღერალი გერმანიაში ცხოვრობს და იქ აგრძელებს თავის პროფესიულ კარიერას.

ნათიას სიმღერა ვიდეოში მეხუთეა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close