იტალიაპოლიტიკა

იტალია „წითელი ზონების“ გარეშე – ხვალიდან აბრუცოც „ფერს იცვლის“

იტალია „წითელი ზონებისგან“ თავისუფალია. ხვალიდან აბრუცოც „ნარინჯისფერი ზონა“ ხდება და ქვეყანა ახალ ფაზაში შედის: არცერთი რეგიონი აღარ იქნება მკაცრ იზოლაციაში. დადგენილება, რომელსაც აბრუცოს გუბერნატორმა მარკო მარსილიომ მოაწერა ხელი, ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან ანუ ხვალიდან, 7 დეკემბრიდან.

ვალე დ’აოსტა, პიემონტი, ლომბარდია, ბოლცანოს პროვინცია, ტოსკანა, კამპანია, ბაზილიკატა და კალაბრია „ნარინჯისფერ ზონაში“ რჩებიან. დანარჩენი 11 რეგიონი, აგრეთვე, ტრენტოს პროვინცია „ყვითელ ზონას“ მიეკუთვნება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ბიულეტენის თანხმად, რომელიც დღეს საღამოს გავრცელდა, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  18 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (სულ დადასტურებულია 1 728 878 შემთხვევა), გარდაიცვალა 564 ინფიცირებული (მთლიანობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 60 078-ს უდრის); გამოჯანმრთელდა 17 186 პაციენტი (ჯამში – 913 494).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close