ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქთის ქალაქ ანტალიის სამხრეთით და კუნძულ კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 5,3 ბალი (ზოგიერთი შეფასებით – 5,5 ბალი) შეადგინა. მიწისძვრის ტალღამ ისრაელის, ლიბანისა და სირიის სანაპიროებამდე მიაღწია.
კანდილის ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრის ფოკალური სიღრმე 93.3 კმ-ს შეადგენდა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ზარალის ან ცუნამის წარმოშობის შესახებ.
გიორგი ჯანელიძე
14 min ago an earthquake offshore #Cyprus #Turkey was also felt in #Israel #Lebanon #Syria. At this stage, no report of significant damage. Stay safe pic.twitter.com/BNeOIGQtvl
— EMSC (@LastQuake) December 5, 2020
კომენტარები